ბიგ სური – ჯეკ კერუაკი

ჯერ ახლა რომ დავიწყე და უკვე ოთხჯერ გულით გამეცინა და სამჯერ გავოცდი ეს კარგის ნიშანია. ყველაზე ძალიან, ჯერჯერობით, ის მისწორდება, რომ ეს ის ბიჭი არაა მასზე ვინმემ გაცვეთილი ფრაზებით ილაპარაკოს “მწერალი უბადლოდ ხატავს პერსონაჟის თვისებებს… ნათად გადმოსცემს სათქმელს …” და ა.შ. ააარაა, გეშლებათ! ეს ბიჭი ბიტნიკია! დგას სრულიად შიშველი, ნწ ააარა! ამ სულიერ სიშიშვლეს და რაღაცეებს არ ვგულისხმობ, არა, აი , მართლა რა, სუ შიშველი -ტიტლიკანა, ერეგირებული სარცხვინელით. აი ისე, როგორც თავისი წმინდა ცხოველი ალფი (ჯორი ბიგ სურიდან). ოღონდ, ეს ხეზე გავის ფხანვის ნაცვლად წერით იფხანს გულს და ორივე ერთად აღწევს ბიტნიკურ ორგაზმს.

ასეთი უშუალოა და ძმაბიჭური. მარა იქნებ შეამჩნიო კიდეც, რომ ცოტა უაზრო, უმიძნო და ბოლოს და ბოლოს ამაოა ეს ყველაფერი. ამის გაფიქრებასაც ვერ ვასწრებ,  ჯეკმა გუდა-ნაბადი აიკრა და ფრისკოში ბრუნდება! მეც ვიქრობ, “აააახ შე ოხერო, კი ვიცოდი რო არ მოისვენებდი ერთ ადგილზე”, სიამაყით ვივსები და ვფიქრობ მწერალი კიარა ერთი ჩემი ძმაკაცი უნდა იყო, ჯერომს გაგაცნობდი დეივიდს და გენახა მერე თქო. (სელინჯერს არ უყვარდა მგონი ბიტნიკები ისე მარა ჰუ ქეარს).

მოკლედ დაველოდები, წინასწარ არვიცი და ვნახოთ რა ისწავლა “გზის” მერე ბიჭმა ჯეკმა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

WordPress.com.

Up ↑